Nikkei: პუტინმა სი ძინპინს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში 5 წელი იომებს

Nikkei: პუტინმა სი ძინპინს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში 5 წელი იომებს

2023 წლის მარტში, სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში მინიმუმ 5 წლის განმავლობაში გეგმავს ომს. ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nikkei საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემაში ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება სი ძინპინისთვის, რათა მან საკუთარი პრორუსული პოზიცია არ შეცვალოს. პუტინი ცდილობდა დაერწმუნებინა ჩინეთი, რომ რუსეთს ხანგრძლივი ომი აწყობს და საბოლოო ჯამში მოსკოვი გაიმარჯვებს. აქედან გამომდინარე, გამოცემაში მიაჩნიათ, რომ პუტინის სიგნალები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ სერიოზულად აღსაქმელი არ არის.

ამასთან, Nikkei-ში მიაჩნიათ, რომ ნაკლებად სავარაუდოა ჩინეთის ხელმძღვანელობა პუტინის განცხადებას 5-წლიანი ომის შესახებ, ენდობა.