დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის ბლოკადა მალე შეწყდება

დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის ბლოკადა მალე შეწყდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის ბლოკადა მალე შეწყდება.

„ახლოს ვართ რწმენასთან, რომ ჩვენმა ქმედებებმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს. არ მგონია, იმ მაქსიმუმს მივაღწიოთ, რაც სატვირთო მანქანების მძღოლებს სურთ, თუმცა რასაც მივაღწევთ, საშუალებას მოგვცემს, საზღვარზე ბლოკადა მოვხსნათ“, - აღნიშნა მან.

კვირას პოლონელმა ფერმერებმა ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე საპროტესტო აქცია შეწყვიტეს, თუმცა სატვირთო მანქანების მძღოლები დანარჩენი სამი სასაზღვრო პუნქტის ბლოკადას განაგრძობენ.