ენტონი ბლინკენი მექსიკის მთავრობასთან არალეგალური მიგრაციის საკითხს განიხილავს

ენტონი ბლინკენი მექსიკის მთავრობასთან არალეგალური მიგრაციის საკითხს განიხილავს

ენტონი ბლინკენი მექსიკაში იმყოფება. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით მართავს.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ცდილობს, მექსიკის მთავრობას მიგრანტთა ნაკადის შემცირებაში დაეხმაროს.

ამ მომენტშიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვრისკენ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი მიემართება. არალეგალური მიგრაცია შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.