ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს ირანელი გენერალი ემსხვერპლა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს ირანელი გენერალი ემსხვერპლა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს ირანელი გენერალი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

მანამდე ირანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოზე ისრაელის ავიაიერიშს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი ემსხვერპლა. ირანულმა მედიამ აღნიშნბა, რომ "რაზი მუსავი რამდენიმე საათის წინ, დამასკოს გარეუბანში, ზეინაბიას რაიონში სიონისტური რეჟიმის თავდასხმის დროს დაიღუპა".

"უდავოა, რომ უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი გადაიხდის საფასურსვ ამ დანაშაულისთვის", - განაცხადეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

როგორც ირანული მედია წერს, მუსავი სირიაში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მრჩეველი იყო.

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი კი აღნიშნავს, რომ მუსავი გენერალ ყასემ სულეიმანისთან დაახლოებული პირი იყო. 2020 წლის 3 იანვარს, ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ყუდსის“ მეთაური, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.

მუსავი პასუხისმგებელი იყო ირანსა და სირიას შორის სამხედრო ალიანსის კოორდინაციაზე.