უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა. ცნობა და ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა, ტელეგრამ არხზე გაავრცელა.

„რუსეთის ფლოტი მცირდება! ამჯერად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ „მოსკვას" კვალს, დიდი სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი" მიუყვება", - წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი.

საჰაერო ძალების ცნობით, „ნოვოჩერკასკის“ სადესანტო ხომალდს „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები გადაჰქონდა.

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით, დრონებით მიკოლაევზე მიიტანეს იერიში. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შესახებ ცნობები ვრცელდება დნეპროპეტროვსკიდან და ხერსონიდან. საარტილერიო ცეცხლის სამიზნეში მოექცა სუმის ოლქიც.