სერბეთში არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

სერბეთში არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

სერბეთის დედაქალაქში გამოსვლები გრძელდება. გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, აქციის მონაწილეები, გვიან ღამით ცესკოს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ.

მანამდე, ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ 38 მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას, რვა პოლიციელი დაშავდა.