საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს.
„ძვირფასო მგზავრებო, ამ დროისათვის ყველა რეისმა განაახლა მოძრაობა“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
მანამდე, საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იყო გაჩერებული. მათივე ცნობით, უამინდობამ რკინიგზაზე სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშული იყო ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.