გურიაში 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება

გურიაში 15 ათას ჰექტარ ფართობზე ეროვნული პარკი დაარსდება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც საუბარი შეეხო „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“  საქართველოს კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად, ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს.