აშშ-ში გაამართლეს კაცი, რომელმაც ცრუ ბრალდებით ციხეში თითქმის 50 წელი გაატარა

აშშ-ში გაამართლეს კაცი, რომელმაც ცრუ ბრალდებით ციხეში თითქმის 50 წელი გაატარა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატის სასამართლომ გაამართლა 71 წლის გლინ სიმონსი, რომელმაც მკვლელობის საქმეზე ციხეში 48 წელი გაატარა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ მკვლელობა, რომელშიც დამნაშავედ სიმონსი ცნეს, სხვა ადამიანმა ჩაიდინა. ეს აშშ-ში ცრუ ბრალდებით ადამიანი პატიმრობაში ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი შემთხვევა გახდა.

შემთხვევა 1975 წელს მოხდა. 22 წლის სიმონსი კაროლინ სიუ როჯერსის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ, რომელიც ქალაქ ედმონტში ღვინის მაღაზიის ძარცვისას მოხდა. ქალმა, რომელიც ამ ძარცვის დროს დაიჭრა, სიმონსის ამოცნობა შეძლო, თუმცა მოგვიანებით მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი გახდა. სიმონსი ბრალს არასოდეს აღიარებდა და ამტკიცებდა, რომ მკვლელობის დროს ლუიზიანაში იმყოფებოდა.

ამის მიუხედავად მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 1977 წელს განაჩენი სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობამდე შეურბილეს. ახლა მას უფლება მაქვს ოკლაჰომას შტატისგან ფინანსური კომპენსაცია მოითხოვოს, 175 ათასი დოლარის ოდენობით.