სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეების ნაწილმა ბელგრადის მერიაში შეჭრა სცადა. სამართალდამცველებმა მათ შესაჩერებლად წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ბელგრადში შექმნილი ვითარების ფონზე ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ოპოზიცია გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რის შედეგადაც პარლამენტში უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.