არგენტინის მთავრობის განცხადებით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრაციაზე უსაფრთხოების დაცვის ხარჯები საკუთარ თავზე უნდა აიღონ

არგენტინის მთავრობის განცხადებით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრაციაზე უსაფრთხოების დაცვის ხარჯები საკუთარ თავზე უნდა აიღონ

არგენტინის მთავრობის განცხადებით, ეკონომიკური რეფორმების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრაციაზე უსაფრთხოების დაცვის ხარჯები საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ამის შესახებ BBC იტყობინება.

მთავრობის პრესმდივნის, მანუელ ადორნის განცხადებით, დემონსტრაციაზე უსაფრთხოების დაცვის ხარჯებმა 60 მილიონი პესო (75 000 დოლარი) შეადგინა და ანგარიში აქციის ორგანიზატორებს, ათობით არასამთავრობო ორგანიზაციას გადაეგზავნება. კერძოდ საუბარია პოლიციის ავტომობილებში ჩასხმული საწვავის ღირებულების და სამართალდამცველების „ზეგანაკვეთური სამუშაოს“ ანაზღაურებაზე. მთავრობის პრესმდივნის თქმით, აქციის ორგანიზატორები არიან პასუხისმგებელი ხარჯებზე, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაფარონ ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა.

მიმდინარე კვირაში არგენტინის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ წამოწყებული „ეკონომიკური შოკური თერაპიის“ გასაპროტესტებლად ბუენოს-აირესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა.

არგენტინა უკიდურეს ინფლაციას ებრძვის - გასულ წლებთან შედარებით ფასები 150%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, ქვეყანა დგას არაერთი პრობლემის წინაშე, რომელთა შორისაა ნაღდი ფულის რეზერვების სიმცირე და მაღალი სახელმწიფო ვალი, მოსახლეობის 40% კი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.