ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ ერთი მესამედი თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

ამერიკელ ამომრჩეველთა მხოლოდ 1/3 თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხვა ონლაინ კომპანიებმა „ჰარის პოლმა“ და „ჰარის იქსმა“ ჩაატარეს.

კვლევის შედეგებით, ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი თვლის, რომ მათი პირადი ფინანსური მდგომარეობა უარესდება. ბაიდენის მოღვაწეობა რესპოდენტთა 43%, „დემოკრატების“ მოღვაწეობა კი 47% პროცენტისთვის არის მისაღები.

ამასთანავე, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ რჩება აშკარა ფავორიტად პრაიმერიზის შედეგებში.

კონგრესის მოღვაწეობა მისაღებია გამოკითხულთა ერთი მესამედისთვის, 33% პროცენტი ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ინფლაციას, 28% კი მიგრანტებს თვლის.

10-დან 7 ამომრჩეველს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟი ჰანთერ ბაიდენი უნდა გასამართლდეს. 2/3 თვლის, რომ აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინასა და ისრაელს. ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი მხარს უჭერს ისრაელის დახმარების პაკეტს, მაგრამ აზრი იყოფა უკრაინისთვის დახმარების გაზრდის საკითხზე.