საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მერთი და მოზელის დეპარტამენტის სამ კომუნაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით 5 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Le Figaro იტყობინება.

დაკავებულებს ბრალად ედებათ „დანაშაულებრივი ტერორისტული ჯგუფის შექმნა ერთი ან რამდენიმე დანაშაულის მომზადების მიზნით“, რაც მესამე პირთა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა.

გამოძიებას ანტიტერორისტული პროკურატურა აწარმოებს. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.