ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩეხეთში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

დაზუსტებული ინფორმაციით, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 25 დაშავდა. ამის შესსახებ BBC წერს.

დაიღუპა თავად თავდამსხმელიც, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. 24 წლის დავიდ კოზაკი დედაქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰოსტოუნში ცხოვრობდა.

თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მან საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გახსნა ცეცხლი. პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმას საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი არ აქვს.

მომხდარის გამო, ჩეხეთის მთავრობამ 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.