ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად მოკავშირეებთან მოლაპარაკება გაააქტიურა

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად მოკავშირეებთან მოლაპარაკება გაააქტიურა

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად მოკავშირეებთან მოლაპარაკება გაააქტიურა. ინფორმაციას „ნიუ იორკ ტაიმსი“ ამერიკელ და ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის ხელისუფლებებთან მოლაპარაკება დაჩქარდა, რადგან შეერთებულ შტატებს სტრატეგიის შემუშავება 2024 წლის 24 თებერვლამდე სურს. საუბარია 300 მილიარდი დოლარის ოდენობის რუსულ აქტივებზე.