მოლდოვა დსთ-ს 2024 წლის ბოლომდე დატოვებს

მოლდოვა დსთ-ს 2024 წლის ბოლომდე დატოვებს

მოლდოვა დსთ-ს საბოლოოდ 2024 წლის ბოლომდე დატოვებს. ამის შესახებ პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის ხელმძღვანელმა დოინა გერმანმა განაცხადა.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაუქმეთ ხელშეკრულება თავდაცვისა და განათლების სფეროში. თითქმის ფინალურ ეტაპზე ვართ. მიზნად დავისახეთ, რომ ყველაფერი 2024 წლის ბოლომდე დავასრულოთ“, - აღნიშნა გერმანმა.

მისივე თქმით, დსთ-დან გასვლით მოლდოვა ეკონომიკურად არ დაზარალდება, პირიქით, მოგებაშიც დარჩება, რადგანაც საწევროს გადახდა არ მოუწევს. საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის შეშფოთებას მან “მანიპულაცია და დეზინფორმაცია” უწოდა.