ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმას მხარს უჭერდა

ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმზე თავდასხმას მხარს უჭერდა

ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე თავდასხმას მხარს უჭერდა. ამ განცხადებით, ბაიდენი კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობას უკრძალავს.

ბაიდენი ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო მიიღებს, თუმცა ის დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამბოხის მხარდამჭერი იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციაში არსებობს შესწორება, რომელიც მეამბოხე პირს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. დონალდ ტრამპი ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი კანდიდატია, რომლის წინააღმდეგაც აღნიშნული შესწორება გამოიყენეს.