ზელენსკი კონტრშეტევაზე: არ დავასახელებ ჩვენს მიზნებს, ზედმეტმა ლაპარაკმა სირთულეები შეგვიქმნა

ზელენსკი კონტრშეტევაზე: არ დავასახელებ ჩვენს მიზნებს, ზედმეტმა ლაპარაკმა სირთულეები შეგვიქმნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უპასუხა, რატომ არ წარიმართა კონტრშეტევა გეგმის მიხედვით და რა რეალური მიზნები აქვს უკრაინას უახლოეს 12 თვეში. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

"მიზნებზე ვერ გეტყვით. სამხრეთში სირთულეები გვქონდა, რადგან ირგვლივ ყველა ამბობდა, რა იყო ჩვენი მიზნები. გულწრფელად გეუბნებით, ყველა საუბრობდა იმაზე, თუ სად მივდივართ, ყველა დაწვრილებით განიხილავდა ამას", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის არ გაამჟღავნებს სამხედრო ოპერაციების დეტალებს, რომელთა განხორციელებასაც უკრაინა მომავალ წელს გეგმავს.

"მომავალ წელს ჩვენი კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების შესახებ დეტალებს ვერ გაგიმხელთ", - დასძინა მან.