Het Laatste Nieuws: „ჰამასის“ ევროპელი ლიდერის“ ოფისი ბრიუსელში ევროკომისიის შენობის წინ მდებარეობს

Het Laatste Nieuws: „ჰამასის“ ევროპელი ლიდერის“ ოფისი ბრიუსელში ევროკომისიის შენობის წინ მდებარეობს

პალესტინელი მაჯიდ ალ-ზირი, რომელიც ევროპაში „ჰამასის“ საქმიანობის მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი, ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, რომლის ოფისიც ბრიუსელში ევროკომისიის წინ მდებარეობს. ამის შესახებ ნათქვამია ბელგიური გამოცემა Het Laatste Nieuws-ის ჟურნალისტურ გამოძიებაში.

გამოცემის ცნობით, 61 წლის ალ-ზირი პალესტინური წარმოშობის ბრიტანელია, რომელიც ადრე ქუვეითში ცხოვრობდა, ბოლო წლებში კი ბერლინში გადაბარგდა. ლონდონში ის იყო „პალესტინელთა დაბრუნების ცენტრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ უწყებაში ამ ორგანიზაციას „ჰამასის“ საქმიანობისთვის შექმნილ „ფასადს“ უწოდებენ.

გერმანული სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ალ-ზირს აქვს კონტაქტები „ჰამასის“ ლიდერებთან და ის „ხელმძღვანელობს დაჯგუფების საქმიანობას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში“, ამიტომ მედიაში მას არაოფიციალურად „ჰამასის“ ევროპელ ლიდერს“ უწოდებენ.

2008 წელს ის შენიშნეს დამასკოში „ჰამასის“ მაშინდელ ლიდერ ხალედ მაშაალთან, ორი წლს შემდეგ კი ღაზაში ეწვია „ჰამასის“ ახლანდელ ლიდერ ისმაილ ჰანიას.

2022 წლის მაისში ბელგიაში შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია EUPAC-ი, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც, Het Laatste Nieuws-ის ცნობით, მაჯიდ ალ-ზირია.

„ორგანიზაციის ოფიციალური შტაბბინა მდებარეობს ბრიუსელში, რობერტ შუმანის მოედანზე, საიდანაც იხსნება ხედი ევროკომისიის შენობაზე“, - წერს ბელგიური გამოცემა.