მიმდინარე წელს აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს და საზღვრების გაძლიერების საკითხს კენჭს არ უყრის

მიმდინარე წელს აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს და საზღვრების გაძლიერების საკითხს კენჭს არ უყრის

მიმდინარე წელს აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს და საზღვრების გაძლიერების საკითხს კენჭს არ უყრის, თუმცა „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ამ საკითხებზე მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სენატში ორივე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.

„ჩვენი მომლაპარაკებლები ინტენსიურად იმუშავებენ დეკემბრის და იანვრის არდადეგების დროს. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ რაღაცას, როგორც კი არდადეგებიდან დავბრუნდებით“, - განაცხადა სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

ამასთანავე, „რესპუბლიკელების“ ლიდერის, მიტჩ მაკკონელის მოადგილე ჯონ ტიუნი აცხადებს, რომ შეთანხმება 2024 წლის იანვრამდე ვერ იქნება მიღწეული, ვინაიდან „დემოკრატებმა ხელიდან გაუშვეს ის მომენტი, როდესაც შეთანხმება იყო შესაძლებელი“.

ერთობლივ განცხადებაში ჩაკ შუმერმა და მიტჩ მაკკონელმა განაცხადეს, რომ „მომლაპარაკებლები აღწევენ დამაიმედებელ პროგრესს“, თუმცა „სირთულეები ჯერ კიდევ არსებობს“.