ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ისლანდიაში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ძლიერი მიწისძვრების შემდეგ ვულკანმა ამოხეთქა. ამის შესახებ BBC წერს.

კრატერიდან ამოფრქვეული გავარვარებული ლავა ახლომდებარე დასახლებებს საფრთხეს უქმნის, რის გამოც 4 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია.

ამასთან, ვულკანის გამო, რეიკიავიკთან ახლოს მდებარე საერთაშორისო აეროპორტში რეისები შეფერხდა.