ჰანტერ ბაიდენი გადასახადებისაგან თავის არიდების საქმეზე სასამართლოს წინაშე 11 იანვარს წარდგება

ჰანტერ ბაიდენი გადასახადებისაგან თავის არიდების საქმეზე სასამართლოს წინაშე 11 იანვარს წარდგება

აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი გადასახადებისაგან თავის არიდების საქმეზე სასამართლოს წინაშე 2024 წლის 11 იანვარს წარდგება. ამის შესახებ Reuters-ი კალიფორნიის ცენტრალური ოლქის ფედერალური სასამართლოს განრიგზე დაყრდნობით იტყობინება.

როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, ჰანტერ ბაიდენი „მონაწილეობდა 4-წლიან სქემაში, რომ არ გადაეხადა მინიმუმ 1,4 მილიონი დოლარის ფედერალური გადასახადები“.

9 ბრალდება მოიცავს გადასახადების გადაუხდელობას, ყალბ საგადასახადო დეკლარაციას და გადასახადებისგან თავის არიდებას. ჰანტერ ბაიდენის ადვოკატები მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

8 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ფედერალურმა პროკურატურამ ჰანტერ ბაიდენს ახალი ბრალდებები წაუყენა. როგორც საბრალდებო დასკვნაში წერია, ჰანტერ ბაიდენი „მონაწილეობდა 4-წლიან სქემაში, რომ არ გადაეხადა მინიმუმ 1,4 მილიონი დოლარის ფედერალური გადასახადები“. მანამდე ჯო ბაიდენის ვაჟს ბრალი იარაღის უკანონო შენახვის საქმეზე წარუდგინეს.