უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: აღმოსავლეთ ფრონტზე მტერს აქვს უპირატესობა როგორც შეიარაღების, ისე ცოცხალი ძალის მხრივ, ვითარება რთულია

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური: აღმოსავლეთ ფრონტზე მტერს აქვს უპირატესობა როგორც შეიარაღების, ისე ცოცხალი ძალის მხრივ, ვითარება რთულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯარი კუპიანსკის, ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით შეტევებს აგრძელებს. მისივე თქმით, ამ მიმართულებებზე „რთული ვითარებაა შექმნილი“.

„გვიწევს ისეთ პირობებში ბრძოლა. როდესაც მტერს აქვს უპირატესობა როგორც შეიარაღების, ისე ცოცხალი ძალის მხრივ“, - აღნიშნა სირსკიმ.

მისი განცხადებით, სამივე მიმართულებით უკრაინული ჯარი მეტოქის შეტევებს წარმატებულად იგერიებს.