უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს სახლში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

უკრაინული რადის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ მის სახლში მოსასმენი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება დაწყებულია 182-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს.

„როგორც ჩანს, მოსასმენი მოწყობილობები ახლა ძალიან პოპულარული თემაა, თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ გუშინწინ ასეთივე მოწყობილობა ვალერი ზალუჟნის კაბინეტში იპოვეს. რა ხდება?“ - წერს გონჩარენკო Telegram-ზე.