ვალუტის კურსი მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. თუ ბაზარზე დიდი რაოდენობით აშშ დოლარი შემოვა, მისი ფასი შემცირდება ლარში, მაგრამ თუ ბევრ ადამიანს გაუჩნდება აშშ დოლარის ყიდვის სურვილი და მასზე მოთხოვნა გაიზრდება, ფასიც მოიმატებს.
ბაზარზე ხან ვალუტის მიწოდება სჭარბობს, ხანაც მოთხოვნა - ეს დისბალანსი კი იწვევს კურსის ცვალებადობას. მარტივად რომ ვთქვათ - ეროვნული ვალუტა მყარდება, როდესაც მასზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო უფასურდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა იკლებს.
ისეთი დღესასწაულები როგორიცაა: ახალი წელი, აღდგომა - პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს ვალუტის კურსზე, თუმცა, სეზონური ფასდაკლებები და დღესასწაულებთან დაკავშირებული გაზრდილი ხარჯები გარკვეულწილად მაინც მოქმედებს ამ საკითხზე.
ახალი წელი, მსუყე ფასდაკლებებით, ნამდვილად კარგი პერიოდია სხვადასხვა ტიპის შენაძენის განსახორციელებლად. განსაკუთრებით კი უძრავი ქონების ყიდვაა ამ პერიოდში მომგებიანი, რადგან კომპანიები სადღესასწაულოდ კარგ შეთავაზებებს უკეთებენ საზოგადოებას. ისეთი მნიშვნელოვანი შენაძენის გასაკეთებლად, როგორიცაა უძრავი ქონება, ბუნებრივია, დაგჭირდებათ ვალუტის გადაცვლა მომგებიანი კურსით. არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ვალუტას ყიდით თუ ყიდულობთ, ყოველთვის ეწვიეთ www. mbc.com.ge და გადაამოწმეთ კურსი.
საიტზე ჩაშენებული კალკულატორის დახმარებით, მარტივად გამოთვლით თქვენთვის სასურველი ვალუტის ექვივალენტს და თან ვალუტის გადაცვლის რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისარგებლებთ სწრაფი და კომფორტული მომსახურებით.
როგორ შეგიძლიათ გადაცვალოთ ვალუტა ემბისის დახმარებით?
ემბისი გაძლევთ საშუალებას გადაცვალოთ ვალუტა ორი გზით:
- ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად;
- სერვის ცენტრებში, სადაც ყოველგვარი რიგებისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას მიიღებთ.
როგორ გადავცვალოთ ვალუტა ონლაინ?
ვალუტის ონლაინ გადასაცვლელად, პირველ რიგში, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე, სადაც ერთხელ დაარეგისტრირებთ თქვენს პირად ონლაინ კაბინეტს და შემდეგ, როცა ვალუტის გადაცვლა დაგჭირდებათ მუდმივად ისარგებლებთ მისით. ამასთან, ონლაინ კაბინეტის მომსახურებით სარგებლობა არის სრულიად უფასო.
ონლაინ კაბინეტის რეგისტრაციიდან რამდენიმე წუთში შეძლებთ განაცხადის გაგზავნას ვალუტის გადაცვლის მოთხოვნით, შემდეგ ემბისი-ს ანგარიშზე გადარიცხავთ თანხას და შეძენილი ვალუტა, უმოკლეს დროში, განაცხადში მითითებულ ანგარიშის ნომერზე დაგიბრუნდებათ.
ონლაინ კაბინეტის რეგისტრაცია და შემდგომი მომსახურებით სარგებლობა შეგიძლიათ თუ ხართ:
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
- საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
- იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.
ონლაინ კონვერტაციის განხორციელება შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.