პანდემიის შემდეგ ონლაინ შოპინგმა ისე აქტიურად დაიმკვიდრა თავი, რომ საყიდლებზე სხვა ქვეყანაში წასვლა უკვე საჭირო აღარ არის.
გარდა ამისა, ყველამ კარგად იცის, რომ ფასდაკლებები შავ პარასკევს თუ ახალი წლის დღეებში უცხოურ საიტებზე უფრო რეალური და მომგებიანია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ უკვე კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა ასეთი აქციებისთვის თანხების მობილიზება და ერთიანად დიდი შენაძენის გაკეთება.
ონლაინ შოპინგისთვის, ბუნებრივია, ქართული ვალუტა არ გამოდგება, იმ ქვეყნის ვალუტით უნდა მოახდინოთ გადახდა, საიდანაც ნივთს იწერთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ანგარიშზე საჭირო დროს გქონდეთ საჭირო ვალუტა, რომ ის ერთადერთი შანსი არ გაუშვათ ხელიდან, რომელსაც კომპანიები წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე გვთავაზობენ.
როგორც წესი, გაცვლითი კურსი ხშირად მერყეობს. იმისთვის, რომ ყოველთვის საუკეთესო კურსით ისარგებლოთ და თქვენთვის სასურველი ნივთი ნამდვილად დაბალ ფასში იყიდოთ, გარდა თავად შენაძენის ღირებულებისა, მნიშვნელოვანია თუ რა კურსით გადაცვლით ვალუტას.
კონვერტაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გზა ემბისია, იმიტომ, რომ ის გთავაზობთ ვალუტის ყოველთვის საუკეთესო კურსს და ძალიან კომფორტულ მომსახურებას.
რა იგულისხმება ამაში?
ის, რომ ემბისი გაძლევთ საშუალებას გადაცვალოთ ვალუტა თქვენთვის მოსახერხებელი ორი გზიდან ერთ-ერთით:
- ონლაინ - სახლიდან გაუსვლელად;
- სერვის ცენტრში მისვლით, სადაც მიიღებთ კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას.
ვინაიდან ონლაინ შოპინგზე ვსაუბრობთ, დიდი ალბათობით, ასეთი ტიპის ადამიანები ვალუტის კონვერტაციასაც ონლაინ ამჯობინებენ. ამისთვის, კი ემბისის საიტზე დისტანციური იდენტიფიკაციისა და პირადი კაბინეტის რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა იქნება საჭირო.
სანამ უშუალოდ პროცედურაზე გადავალთ, უნდა იცოდეთ, რომ ონლაინ კონვერტაციის განხორციელება ემბისის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგ ვალუტებში: GEL; USD; EUR, RUB.
რაც შეეხება ონლაინ კაბინეტის რეგისტრაციას და შემდგომი მომსახურებით სარგებლობას - ამ შეთავაზებით სარგებლობა შეგიძლიათ, თუ ხართ:
- საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი;
- საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას;
- იურიდიული პირი, რომლის წარმომადგენელი გახლავთ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სახელმწიფოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ, მაშინ მარტივი პროცედურის შედეგად, პირადი ინფორმაციის მითითებით დაარეგისტრირებთ ონლაინ კაბინეტს, შემდეგ გააგზავნით კონვერტაციის მოთხოვნის განაცხადს, სადაც მიუთითებთ თუ რომელ ვალუტაში გნებავთ თანხის მიღება, გადარიცხავთ თანხას ემბისის ანგარიშზე და უმოკლეს დროში დაგიბრუნდებათ ექვივალენტი განაცხადში მითითებულ თქვენ ანგარიშის ნომერზე.
ასე მარტივად და საუკეთესო კურსით შეგიძლიათ ისარგებლოთ ემბისის ვალუტის გადაცვლის მომსახურებით და იშოპინგოთ ონლაინ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.