წინასწარი მონაცემებით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვუჩიჩის პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვუჩიჩის პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, სერბეთში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის „სერბეთის პროგრესული პარტია“ ლიდერობს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, ბიულეტენების ნახევრის დათვლის შემდეგ, მმართველ პარტიას ხმების 47% აქვს და სავარაუდოდ ის პარლამენტში 250 ადგილიდან 130-ს დაიკავებს. მთავარ ოპოზიციურ პარტიას „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“, ხმა ამომრჩეველთა 23%-მა მისცა.

პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას.