ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. აშშ-ის პრეზიდენტი არ დაშავებულა

ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. აშშ-ის პრეზიდენტი არ დაშავებულა

დელავერში, ჯო ბაიდენის კორტეჟს ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ცოლი ამ ინციდენტის დროს ადგილობრივი წინასაარჩევნო შტაბიდან გამოდიოდნენ და არ დაშავებულან. მათ სწრაფად დატოვეს შემთხვევის ადგილი.

მომხდარის ყველა დეტალი ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საქმე განზრახ შეჯახებასთან არ გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის დროს ასფალტი წვიმის გამო სველი იყო.