Bild: რუსეთი გეგმავს, 2024-2026 წლებში განაგრძოს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაცია უკვე დაკავებული ტერიტორიების საზღვრებს მიღმა

Bild: რუსეთი გეგმავს, 2024-2026 წლებში განაგრძოს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაცია უკვე დაკავებული ტერიტორიების საზღვრებს მიღმა

გერმანული გამოცემა Bild-ი სადაზერვო მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი გეგმავს, 2024-2026 წლებში განაგრძოს უკრაინული ტერიტორიების ოკუპაცია უკვე დაკავებული ტერიტორიების საზღვრებს მიღმა.

კერძოდ, საუბარია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების სრული ტერიტორიის დაკავებაზე 2024 წლის ბოლომდე. Bild-ის ინფორმაციით, რუსეთი ასევე გეგმავს ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის ოლქების დიდი ნაწილის, მათ შორის ქალაქ ხარკოვის ოკუპაციას 2025-2026 წლებში.

გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს, შეინარჩუნოს არსებული ფრონტის ხაზი ხერსონის ოლქში.

როგორც Bild-ი წერს, რუსეთის გეგმები ეფუძნება რუსული თავდაცვითი მრეწველობის ბაზის მობილიზაციაზე, ყოვეწლიურად 100 000-კაციან დანაკარგებზე და, შესაძლოა, 2024 წელს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის არჩევაზე, რომელიც მკვეთრად შეამცირებს ან შეაჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.