დანიური კომპანია Maersk-ი წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს აჩერებს

დანიური კომპანია Maersk-ი წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს აჩერებს

დანიური კომპანია Maersk-ი წითელი ზღვის გავლით კონტეინერების გადაზიდვებს აჩერებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საერთაშორისო გადაზიდვები აფრიკის შემოვლით განხორციელდება.

Maersk-ში განმარტეს, რომ გადაწყვეტილება წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტების მხრიდან გემებზე თავდასხმების გახშირებას უკავშირდება.

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ ისრაელ-ღაზის ომში პალესტინელებს უჭერენ მხარს და აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ყველა გემს, რომელიც ისრაელისკენ მიემართება.