Foreign Policy: აშშ-ში ზელენსკის ვიზიტმა დახმარების გამოყოფასთან შექმნილი პრობლემა კიდევ უფრო გაართულა

Foreign Policy: აშშ-ში ზელენსკის ვიზიტმა დახმარების გამოყოფასთან შექმნილი პრობლემა კიდევ უფრო გაართულა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა აშშ-ში უკრაინისთვის დახმარების გამოყოფასთან შექმნილი პრობლემა კიდევ უფრო გაართულა. ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy წერს.

როგორც გამოცემა წერს, „რესპუბლიკური პარტიისთვის“ მთავარ საზრუნავს საზღვრის დაცვის საკითხი წარმოადგენს, თუმცა ამერიკაში ჩასვლით და დახმარების გამოყოფის თხოვნის უკრაინის პრეზიდენტი კიდევ უფრო ართულებს ორპარტიული კონსენსუსის მიღწევას.

„ზელენსკის ვიზიტს კარგი შედეგი არ ჰქონია. ვიზიტის ფარგლებში საერთოდ არ განხილულა პრობლემა, რომელიც უთანხმოების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. კარგი იქნებოდა, რომ ზელენსკი ამ უთანხმოებაში არ ჩართულიყო, იმიტომ რომ ეს დავა გაცილებით უფრო ფართოა და უკრაინის დახმარებას არ ეხება“, - აცხადებს ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის თანაშემწე.

ვაშინგტონში ზელენსკის მოკავშირეები ფიქრობდნენ, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი სწორი სიტყვით გამოვიდოდა, „რესპუბლიკელები“ გვერდზე გადადებდნენ საზღვრის დაცვის საკითხზე მოლაპარაკებებს და დააჩქარებდნენ უკრაინის დახმარების დამტკიცებას. როგორც Foreign Policy წერს, პოლიტიკური გადასახედიდან ეს შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზღვრის დაცვის საკითხი ცხარე პოლიტიკური დისკუსიების საგნად იქცა, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონისთვის, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი მყიფე უმრავლესობის ერთიანობა.

რესპუბლიკელი კონგრესმენის თანაშემწის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ ურჩია უკრაინელ ოფიციალურ პირებს, უარი თქვან კონგრესთან, განსაკუთრებით კი რესპუბლიკელ კონგრესმენებთან კონტაქტებზე, რათა თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური ზეწოლა.