უნგრეთმა უკრაინისთვის დახმარების €50-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინისთვის დახმარების €50-მილიარდიანი პაკეტი დაბლოკა

უნგრეთმა უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების მორიგი პაკეტი დაბლოკა, რომლის ღირებულებაც 50 მილიარდ ევროს შეადგენდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პაკეტის მიღება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში დაბლოკა.

„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებით თანხაზე“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში ბრიუსელში მოლაპარაკებების შემდეგ.

ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის დახმარების საკითხზე მსჯელობას მომავალ წელს გააგრძელებენ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ლიდერების მიერ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ბუდაპეშტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა.