ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

აზერბაიჯანის მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯან“ კანდიდატი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოქმედი ხელმძღვანელი, ილჰამ ალიევი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მათი ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის გაფართოებულ სხდომაზე, დღეს მიიღეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა 7 დეკემბერს ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ, რომლებიც 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.

კონსტიტუციის მიხედვით, აზერბაიჯანის პრეზიდენტს 7-წლიანი ვადით ირჩევენ. ილჰამ ალიევი ქვეყანას 2003 წლიდან ხელმძღვანელობს.