იაპონიაში ოთხი მინისტრი კორუფციული სკანდალი გამო თანამდებობიდან გადადგა

იაპონიაში ოთხი მინისტრი კორუფციული სკანდალი გამო თანამდებობიდან გადადგა

იაპონიაში ოთხი მინისტრი კორუფციული სკანდალი გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

სკანდალი უკავშირდება შემოწირულობების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 500 მილიონი იენის (3,4 მლნ დოლარი) ოდენობის მიღება შესაბამისი წესით არ დარეგისტრირდა. გამოძიებას ტოკიოს პროკურატურა აწარმოებს.

თანამდებობები დატოვეს მინისტრთა კაბინეტის მდივანმა და მთავრობის სპიკერმა ჰიროკასუ მაცუნომ, ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა იასუტოში ნიშიმურამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯუნჯი სუძუკიმ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იჩირო მიაშიტამ. მათი შემცვლელების ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.