ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვფიქრობ, უნგრეთის პოზიცია მოლაპარაკებების საკითხია - ევროპას ბევრი გამოწვევა გადაულახავს და ამჯერადაც ამის იმედი მაქვს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ვფიქრობ, უნგრეთის პოზიცია მოლაპარაკებების საკითხია - ევროპას ბევრი გამოწვევა გადაულახავს და ამჯერადაც ამის იმედი მაქვს

ვფიქრობ უნგრეთის პოზიცია მოლაპარაკებების საკითხია. მე ასე ვუყურებ ამ თემას. მთელი კვირა წინაა, - .ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში განაცხადა.

„რაც შეეხება ორბანის პოზიციას გაფართოებასთან მიმართება, მე ამას ვუწოდებდი გამოწვევას ორგანიზაციისთვის. ეს აჩვენებს იმ წესს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირში გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ვგულისხმობ კონსენსუსს. ხანდახან ეს ძალიან კარგი მოდელია, მაგრამ ზოგჯერ და განსაკუთრებით ახლა ვხედავთ , რომ ნეგატიური ეფექტიც აქვს.

დღეს და ხვალ მინისტრები ვისაუბრებთ, კვირის ბოლოს ვიქტორ ორბანს კოლეგები გაესაუბრებიან. ევროპას ბევრი გამოწვევა გადაულახავს. ყოველ ჯერზე ჩვენ გვქონია სირთულეები და მოლაპარაკებების გზით გადაგვილახავს ყველა სირთულე და მიგვიღწევია უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეთანხმებისთვის. მე იმედი მაქვს ამჯერადაც ასე იქნება. მე ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.