აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ტორნადოს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა

უძლიერესმა ტორნადომ ტენესის შტატში სულ მცირე 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 25 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

სტიქიის გამო ათიათასობით ადამიანი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი. მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას ნეშვილშიც, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა.