ვოლოდიმირ ზელენსკი: გულწრფელად ვესაუბრე ვიქტორ ორბანს, ნათელია, რომ საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო

ვოლოდიმირ ზელენსკი: გულწრფელად ვესაუბრე ვიქტორ ორბანს, ნათელია, რომ საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს „გულწრფელად ესაუბრა“.

„ინაუგურაციის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, გულწრფელად ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და ნათელია, რომ ეს საუბარი ჩვენს ევროპულ საქმეებზე იყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იქამდე, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მოკლე საუბარი შედგა.

ცნობისთვის, უნგრეთის პრეზიდენტი ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყებას ეწინააღმდეგება.