ჟოზეფ ბორელი: ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ ანტონიო გუტერეშის განცხადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ჟოზეფ ბორელი: ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ ანტონიო გუტერეშის განცხადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ვთხოვ ევროკავშირის წევრებს მხარი დაუჭირონ ანტონიო გუტერეშის განცხადებას, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„მე ვთხოვ ევროკავშირის წევრებს გაეროს უშიშროების საბჭოში და თანამოაზრე პარტნიორებს, რომ დაუჭირონ მხარი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებას. გაეროს უშიშროების საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა თავიდან აიცილოს ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზაში“, – წერს ბორელი X-ზე.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პირველად, ორგანიზაციის წესდების 99-ე მუხლი გამოიყენა, რომლის მიხედვითაც მას გაეროს უშიშროების საბჭოზე ნებისმიერი საკითხის გატანის უფლება ეძლევა. ანტონიო გუტერეშმა უშიშროების საბჭოს ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ისრაელის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.