აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა

აშშ-ის სენატმა დაბლოკა იმ კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა, რომელიც მათ შორის უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტმა ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა აშშ-ის სენატში პროცედურული კენჭისყრის დროს.

დოკუმენტი ითვალისწინებს დამატებითი დაფინანსების გამოყოფას 106 მილიარდი დოლარის ოდენობით, აქედან 61 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად.

კონგრესში "რესპუბლიკელებმა" განაცხადეს, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს უკრაინის დაფინანსებას მანამ, სანამ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ შეცვლის მიდგომას აშშ-ის საზღვრის დაცვის მიმართ.