ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას

ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას.

"გულწრფელად რომ ვთქვათ, მე ვფიქრობ, რომ განსაცვიფრებელია, რომ ჩვენ აქამდე მივედით", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინისათვის დაფინანსების არდამტკიცება უდიდესი საჩუქარი იქნება ვლადიმირ პუტინისთვის.

"ვინ არის მზად, უარი თქვას იმაზე, რომ პუტინს პასუხი აგებინოს? ვინ არის მზად ამისათვის?" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერის ერთგულია და დასძინა, რომ თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება.

"ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ეს ჩვენი მეგობრების საერთაშორისო ინტერესებშია", - აღნიშნა ბაიდენმა.