უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა შეიძლება ომში დამარცხდეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია იტყობინება.

ვაშინგტონში ვიზიტის დროს ერმაკმა მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფას.

„თუ დახმარება, რომელსაც ახლა კონგრესი განიხილავს, გადაიდება - არათუ არ იქნება მიღებული - ეს შექმნის დიდ რისკს, რომ ჩვენ დავრჩებით ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ახლა ვართ. დიდი ალბათობით, ტერიტორიების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შეუძლებელი გახდება და ომში დამარცხების დიდ რისკს შექმნის“, - აღნიშნა ერმაკმა.