დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს დახურულ ბრიფინგზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართავს. ამის შესახებ ცნობას ამერიკული გამოცემა Hill-ი სენატის უმრავლესობის ლიდერზე, ჩაკ შუმერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრება. ვიდეოკონფერენცია სენატში უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შედგება.