ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელსაც გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონცერტი. მოეწყო საბავშვო, გასართობი, შემეცნებითი კუთხეები და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.