თუ შემოვა ცელოფანშემოკრული ე.წ. პირადობის მოწმობა, ეს ნიშნავს, რომ ელექტრონული სისტემა გადაიქცევა არჩევნებისთვის იგივე, როგორც ყავის ჩამოსასხმელი აპარატი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როგორც ყავის ჩამოსასხმელი აპარატი არჩევნებში ვერანაირ როლსა და ფუნქციას ვერ შეასრულებს, ასევე ელექტრონული საარჩევნო სისტემაც.
„უჩიპო პირადობის მოწმობები დავნერგოთ. ეს არის გამოსავალი, რადგან ეს სისტემაში მაინც გატარდება. 2018 წელს ჩვენ ვნახეთ, რომ ვისაც აქვს ფერადი პრინტერი, ლამინირების აპარატი ყველა ბეჭდავს ამ პირადობის მოწმობას. ჩვენ არ გვინდა გაყალბება, ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული ე.წ. ლამინირებული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“. პროექტი დღეს ბიუროს სხდომას წარედგინება.