გია ცაგარეიშვილი: განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი, როგორც ჩანს, ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ არ დარჩა. ყველაფერი დასრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩით

გია ცაგარეიშვილი: განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი, როგორც ჩანს, ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ არ დარჩა. ყველაფერი დასრულდება „ნაციონალური მოძრაობის“ გახლეჩით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ დაპირისპირებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. ცაგარეიშვილის თქმით, ყველაფერი პარტიის დანაწევრებით დასრულდება.

„ბრძოლა გავლენების მოპოვებისთვის დაჯგუფების შიგნით ვფიქრობ თავის პიკს მიუახლოვდა. უბრალოდ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანების ადგილი, როგორც ჩანს, ამ ე.წ. პარტიის ჭერქვეშ არ დარჩა. ყველაფერი დასრულდება პარტიის გახლეჩით და დანაწევრებით“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.