ჩრდილოეთ კორეის ქმედებების საპასუხოდ, ორბიტაზე საკუთარი სადაზვერვო თანამგზავრი სამხრეთ კორეამაც გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ქმედებების საპასუხოდ, ორბიტაზე საკუთარი სადაზვერვო თანამგზავრი სამხრეთ კორეამაც გაუშვა

ჩრდილოეთ კორეის ქმედებების საპასუხოდ, ორბიტაზე საკუთარი სადაზვერვო თანამგზავრი სამხრეთ კორეამაც გაუშვა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სეულის მიერ წარმოებული პირველი სამხედრო სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ კალიფორნიიდან, ვანდენბერგის კოსმოდრომიდან გაიყვანა.

ნოემბერში ჩრდილოეთ კორეამ ორბიტაზე საკუთარი პირველი სადაზვერვო თანამგზავრი გაუშვა და აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე თვალთვალის საშუალება მოიპოვა. ამის გამო აშშ-მა ჩრდილოეთ კორეის 8 მოქალაქესა და 1 კომპანიას სანქციები დაუწესა.