Eurostat: 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად რუსეთი ევროკავშირში მარცვლეულის უმსხვილესი მიმწოდებლების ხუთეულში დაბრუნდა

Eurostat: 2022 წლის მარტის შემდეგ პირველად რუსეთი ევროკავშირში მარცვლეულის უმსხვილესი მიმწოდებლების ხუთეულში დაბრუნდა

2022 წლის მარტის შემდეგ პირველად რუსეთი ევროკავშირში მარცვლეულის უმსხვილესი მიმწოდებლების ხუთეულში დაბრუნდა. ამის შესახებ Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

მიმდინარე წლის სექტემბერში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მკვეთრად (22%-ით) გაზარდეს რუსული მარცვლეულის იმპორტი. ამის გამო რუსეთი ევროკავშირში მარცვლეულის უმსხვილესი მიმწოდებლების ხუთეულში, მეოთხე ადგილზე დაბრუნდა.

პირველ ადგილზეა უკრაინა წელიწადში 1,2 მილიონი ტონა ექსპორტით, მეორეზე ბრაზილია (1,1 მილიონი ტონა), მესამეზე თურქეთი (204 000 ტონა). რუსეთი მეოთხე ადგილზეა (180 000 ტონა), ხოლო მეხუთეზე - კანადა (139 000 ტონა).