აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გასამართლება შესაძლებელია

აშშ-ის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გასამართლება შესაძლებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დადგენილება გამოსცა, რომლის თანახმადაც 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის გასამართლება.

CNN-ის ინფორმაციით, ეს დადგენილება ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სხვა სამოქალაქო სარჩელების აღძვრის შესაძლებლობასაც იძლევა.

საქმე ეხება კაპიტოლიუმის პოლიციის ორი ოფიცრისა და ათამდე „დემოკრატი“ კონგრესმენის სარჩელს, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინეს ტრამპის წინააღმდეგ და ის 6 იანვრის მოვლენების დროს ძალადობის პროვოცირებაში დაადანაშაულეს.