ავსტრალიის პრემიერმა პრეპარატ ტალიდომიდის გამო მოსახლეობის წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში

ავსტრალიის პრემიერმა პრეპარატ ტალიდომიდის გამო მოსახლეობის წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობის წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ენტონი ალბანეზემ პატიება ითხოვა პრეპარატ ტალიდომიდის გამო, რომლის გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ 50 წლის წინ აგორდა.

საქმე ეხება გასული საუკუნის 60-იან წლებში პოპულარულ დამამშვიდებელ მედიკამენტს, რომელსაც ფეხმძიმე ქალები იღებდნენ. მედიკამენტის გვერდითი მოვლენა კი შემზარავი აღმოჩნდა.

აბების მიღების შემდეგ გაჩენილ ბავშვებს კიდურების, შინაგანი ორგანოებისა და სახის ნაკვთების თანდაყოლილი დეფექტები გამოჰყვათ.

პრემიერის პარლამენტში გამოსვლას სხდომათა დარბაზში უკვე ნარკოტიკთან გათანაბრებული მედიკამენტის რამდენიმე მსხვერპლიც ესწრებოდა.