კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ზავის ამოწურვის შემდეგ პირველივე საათებში ღაზის სექტორის დაბომბვა ართულებს მედიატორი ქვეყნის საქმეს და აღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას ღაზის სექტორში

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ზავის ამოწურვის შემდეგ პირველივე საათებში ღაზის სექტორის დაბომბვა ართულებს მედიატორი ქვეყნის საქმეს და აღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას ღაზის სექტორში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლის შემსრულებელი კატარი აცხადებს, რომ ზავის ამოწურვის შემდეგ პირველივე საათებში ღაზის სექტორის დაბომბვა ართულებს მედიატორი ქვეყნის საქმეს და აღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას ღაზის სექტორში.

„ღრმა წუხილს გამოვთქვამთ ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე სამხედრო აგრესიის განახლების გამო. ვადასტურებთ, რომ მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის მიმდინარეობს. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების მიმართულებით და ყველაფერს გავაკეთებთ ვითარების დასამშვიდებლად. აღვნიშნავთ, რომ ზავის ამოწურვის შემდეგ პირველივე საათებში ღაზის სექტორის დაბომბვა ართულებს შუამავალი ქვეყნის საქმეს და აღრმავებს ჰუმანიტარულ კატასტროფას ღაზის სექტორში“, - აცხადებენ კატარის საგარეო უწყებაში.

ისრაელმა „ჰამასი“ ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები განაახლა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, „ჰამასმა“ არ შეასრულა ზავის პირობები, კერძოდ, არ გაათავისუფლა ყველა ქალი მძევალი და სარაკეტო იერიშები განახორციელა ისრაელზე.